ნორვეგიის სკოლებში, პანდემიის გამო, ყველა გამოცდა გაუქმდა

ნორვეგიაში სკოლებში, საკლასო ოთახებში სწავლების შეფერხების გამო, გაზაფხულზე წერითი და ზეპირი გამოცდები გაუქმდა.

როგორც ქვეყნის განათლების მინისტრმა, გური მელბიმ განაცხადა, წელს სწავლება ზოგიერთ შემთხვევებში მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც შეფასების განსხვავებულ საფუძველს იძლევა.

“ამიტომ, ერთიანი ზეპირი და წერითი შეფასება აღარ არის შესაფერისი მეთოდი იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ისწავლეს მოსწავლეებმა”, – განმარტა მან.

ამასთან, დაწყებითი სკოლების მე-10 კლასის, ხოლო საშუალო სკოლების მე-3 კლასის მოსწავლეებს მხოლოდ ზეპირი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

ამჟამად, ნორვეგიის მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, თუ როგორ მოხდეს მოსწავლეების საკურსო ნამუშევრების შეფასება.

“მნიშვნელოვანია, აღვნიშნო, რომ მოსწავლეები, რომელთა გამოცდები გაუქმდა, შეფასებით მონაცემს მაინც მიიღებენ, რომელსაც ისინი უმაღლესში ჩაბარების დროს წარადგენენ”, – თქვა მელბიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები