ბათუმში მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ,,ხოფის ბაზრობაზე” ერთ-ერთ მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ,,რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი სხვა ტერიტორიაზე არ გავრცელებულა. მეხანძრე მაშველების მიერ მოხდა დროული რეაგირება. ამ დროისთვის ადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზს. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები