აჭარაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ხოლო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 35 016-ს შეადგენს.
ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 23-მა პაციენტმა. უწყების ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 164 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 121, ონლაინ კლინიკაში კი 147.