აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 34 976-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, მართვით სუნთქვაზე ცხრა პაციენტი იმყოფება.

ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 178 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 120, ონლაინ კლინიკაში – 158.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები