მებაჟეებმა ბათუმის პორტიდან უკრაინაში 110 310 კილოგრამი სიმინდი გააბრუნეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ “ბათუმის პორტიდან” უკრაინაში 110 310 კილოგრამი სიმინდით დატვირთული საზღვაო კონტეინერი გააბრუნეს. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას, გამოვლინდა დარღვევა, კერძოდ, ტვირთზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.