საქართველოში ვირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4% არ აღემატება

საქართველოში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელმა 3,09% შეადგინა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, ბოლო ერთ დღეში ვირუსი 204 ადამიანს დაუდასტურდა, სულ კი პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 262 228 დადასტურებული შემთხვევაა.

რაც შეეხება ინფიცირების დადებითობის ერთი კვირისა და 14 დღის მაჩვენებელს, სიჭინავას ინფორმაციით, 7 დღის მაჩვენებელი – 3.69%, ხოლო 14 დღის – 3.84% შეადგენს.

სიჭინავას ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში სულ 3 298 ლეტალური შემთხვევაა. ასევე, დაავადება კიდევ 736 პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 254 350-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები