საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 15 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში სულ 3 298 ლეტალური შემთხვევაა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 262 228 დადასტურებული შემთხვევაა.

ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარაში – 11, იმერეთში – 32, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 14, კახეთში – 8, მცხეთა-მთიანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – არც ერთი.

ქვეყანაში ამ ეტაპზე 499 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 211, აჭარაში – 48, იმერეთში – 121.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 134 პირი იმყოფება, მათგან თბილისში – 99, აჭარაში- 5, იმერეთში – 15.

ასევე, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსი 736 პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 254 350-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები