პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“ დასრულდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული საგრანტო პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“ დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თხილის დომინანტური მავნებლები და დაავადებები გამოვლინდა, შესწავლილ იქნა თხილის 18 პათოგენური მიკროორგანიზმი, გამოიცა ბროშურა „თხილის მავნებელ-დაავადებები და მათი მართვა ბიომეურნეობაში“, ასევე, სამეცნიერო სტატია და საკონფერენციო თეზისები, შეიქმნა 3 წლის აგროკლიმატური მონაცემების ბაზა. პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, ფუნდამენტურ კვლევებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტს ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მანანა კერესელიძე ხელმძღვანელობდა.