11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, – ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საპატრიარქო არ აკონკრეტებს, თუ რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე.
“გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.