ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია (ფოტო)
ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე.
სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით მეხანძრეების კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად, დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
აღინიშნება, რომ არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება.
ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი.