ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი
მცხეთა-მთიანეთიას პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული ი.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ, მიმდინარე წლის 3 თებერვალს ი.ბ.-მ. მის ნაცნობს – 1978 წელს დაბადებულ ტ.ქ.-ს ცხვარიჭამიაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ტ.ქ. მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას გულისხმობს.