საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დღეიდან მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე – ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო.

„8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშტურო ტაქსზე“, – განაცხადა გახარიამ 6 თებერვალს.

ამასთან, ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.

ტრანსპორტი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით იმუშავებს, სავალდებულოა პირბადის ტარება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები