შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, მონაწილეობა მიიღო ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში.

ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა უწყებების კომპლექსური მუშაობის როლს ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით და აღნიშნა რომ ასეთი ფორმატი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დაბალანსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის გატარება რჩება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად და სამინისტროში გატარებული არაერთი სტრუქტურული რეფორმა მიზნად ისახავს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ეფექტიან გამკლავებას.

უწყებათაშორის სხდომის ფარგლებში დამტკიცდა 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა. სხდომის ფარგლებში ასევე წარდგენილ იქნა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021-2026 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარკოვითარების 2019 წლის ანგარიშის პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები