6 თებერვლის 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, კომპანია ,,აქარ იჩ ვედიშ ტიჯარედ ლიმიტედ შირქეთი“ გეგმავს ჭერზე შეკიდული სავენტილაციო დანადგარის მონტაჟს. რის გამოც, 2021 წლის 6 თებერვლის 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები