კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა – 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში რეგიონში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი. კლინიკა უკვე დატოვა 13-მა გამოჯანმრთელებულმა.
ამ დროისთვის აჭარის რეგიონში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
რეგიონში კლინიკებში მკურნალობს 185 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 121, ონლაინკლინიკაში – 189.