“რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი პოლიტიკური გვამები, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გახლავთ კრიმინალი, კონკრეტულ საქმეებზე მას ბრალი ედება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კარი ჯერ კიდევ არის ღიად იმისთვის, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სასიკეთოა საზოგადოებისთვის.
„სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებს პოლიტიკური გვამები უწოდა, ყველა ის პოლოტიკური პარტია, რომელიც იღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას ქვეყნის საკითილდღეოდ, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამას. კარი ჯერ კიდევ არის ღიად იმისთვის, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სასიკეთოა ჩვენი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი პოლიტიკური გვამები, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გახლავთ კრიმინალი, კონკრეტულ საქმეებზე მას ბრალი ედება. შესაბამისად, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, არეულობა, მაგრამ არ გამოუვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.