თავდაცვის მინისტრმა საუდის არაბეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აბდულა ალ-მუტაირთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა ელჩს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მზარდი დინამიკა დადებითად შეაფასა.

ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლო მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები