წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების, უ.გ.-ს და ქ.ა.-ს კუთვნილი სატვირთო ავტოტრანსპორტის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ექსპორტის რეჟიმში მოქცეული არადეკლარირებული ტვირთი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 097 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოქალაქე უ.გ.-ს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 8 160 ლარი, ხოლო ქ.ა.-ს 9 937 ლარი შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები