ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 688 PCR ტესტით, – ინფორმაცია Stopcov.ge -ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 251 748-მდე.