წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე(ფოტო)

3 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, ეროვნული სასახლის  ბიბლიოთეკის ინიციატივით, პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ ფორმატში, მთელი დღის მანძილზე,  მკითხველთა კლუბის წევრებმა, სასახლის მიმართულებების მოსწავლეებმა,  ტელეწამყვანებმა დათუნა ალადაშვილმა , ნიკა წულუკიძემ, ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და პედაგოგებმა   ნაწარმოებები საჯაროდ წაიკითხეს. მწერალმა რატი ამაღლობელმა ისაუბრა წიგნიერების  მნიშვნელობაზე და საკუთარი ნაწარმოებებიდან წაიკითხა ამონარიდები.  ღონისძიებას  ვიდეორგოლით შემოუერთდნენ ცნობილი სახეები და მწერლები. პარიზიდან ჩაერთო ქართული კულტურის კერა „ლაზი“, ხოლო ლონდონიდან — ერთ-ერთი საკვირაო სკოლის ქართველი მოსწავლე.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე” მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო – „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.

„საგანმანათლებლო-შემეცნებითმა აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე წელს მეხუთედ  უერთდება ამ მასშტაბურ ღონისძიებას. ღონისძიების ინიციატორია ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები