სასამართლოში ამბობენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – ოქრუაშვილის საქმე არ განახლებულა

სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმე არ განახლებულა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრეს.

როგორც პირველ ინსტანციაში ამბობენ, ჯერჯერობით, უცნობია, როდის განახლდება ირაკლი ოქრუაშვილის საქმე.

შეგახსენებთ,  რამდენიმე საათის წინ „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სასამართლოში მისი საქმის წარმოება ახლდება.

„და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე. გვარამიას საქმის შემდეგ ჩემი საქმის განხილვაც განახლდა. გიგი უგულავა, ნიკა მელია – თქვენკენ რა ხთეფაა?“, – დაწერა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილს ​სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძეს უკავშირდება. ოქრუაშვილი მაშინ შს მინისტრი იყო. იმავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილსაც.

https://primetime.ge/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები