აშშ უკრაინული ტელეარხებისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

კიევში აშშ-ის საელჩო უკრაინული ტელეარხებისთვის: “112 უკრაინა”, NewsOne და ZIK-სთვის დაწესებულ სანქციებს მხარს უჭერს, – ამის შესახებ საელჩოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.

“აშშ მხარს უჭერს რუსეთის მავნებლური გავლენებისთვის შეწინააღმდეგებას, რომელიც უკრაინამ გადადგა გუშინ საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო ხაზს უსვამს, რომ “ერთობლივად უნდა ვიმუშავოთ, რომ არ მივცეთ შესაძლებლობა, დეზინფორმაცია იარაღად იყოს გამოყენებული საინფორმაციო ომებში, სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები