ევროკავშირში აცხადებენ, რომ უკრაინას აქვს უფლება, ებრძოლოს დეზინფორმაციას, მაგრამ ზღვარი არსებობს

ევროკავშირში უკრაინული არხების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ქვეყანას აქვს კანონიერი უფლება, ებრძოლოს დეზინფორმაციას, მაგრამ ამასთანავე ამ ბრძოლას საზღვარი აქვს.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში წარმომადგენლის, პეტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უკრაინული მედია გაეცნო.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ინფორმირებულია უკრაინელი დეპუტატის, ტარას კოზაკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ, რომლის აქტივებს ასევე სამი ტელეკომპანია: “112 უკრაინა”, NewsOne და ZIK-ი წარმოადგენენ.

სტანო ხაზს უსვამს, რომ, უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის თავისუფლებას, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის მედიალანდშაფტი იყო და რჩება პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიების მსხვერპლი.

“საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მცდელობის მიუხედავად, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული მანიპულაციებისგან დაცვა კანონიერია, კერძოდ, დეზინფორმაციული კამპანიების მასშტაბების გათვალისწინებით, რომელიც უკრაინას შეეხება, მათ შორის, საზღვრებს ფარგლებს გარედან, ეს არ უნდა ხდებოდეს მედიის თავისუფლების ხარჯზე. ეს უნდა ხდებოდეს ადამიანების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სტანო  დასძენს, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ზომა მიზნის პროპორციული უნდა იყოს.

“ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს და დავუკავშირდებით უკრაინის ხელისუფლებას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები