ვახტანგ მეგრელიშვილი: ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების რესურსი არ აქვს და არც არავის უნდა ეგ არჩევნები სინამდვილეში

“ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების რესურსი არ აქვს და არც არავის უნდა ეგ არჩევნები სინამდვილეში”, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი „ქართულ ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კონფლიქტია.

,,ჩვენ ვიცით, სინამდვილეში რაშია პრობლემა, ჩვენ იდენტიფიცირება გავაკეთეთ მთავარი საკითხის, არა რიგგარეშე არჩევნების, რომლის რესურსიც არ აქვს ოპოზიციას და არავის უნდა ეს არჩევნები სინამდვილეში.

დღეს მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზია „ქართულ ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კონფლიქტი. ისინი „ეპრანჭებიან“ საკუთარ ამომრჩეველს იმით, რომ ერთი კარგად გაუსწორდება თავის მოწინააღმდეგეს ან როგორი შეურიგებელი იქნება და არასოდეს კომპრომისზე არ წავა. თუ ასეთი სტილით ვმოძრაობთ, ჩვენ ხომ ფაქტობრივად ვიჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ და შანსი გვაქვს, რომ აქედან რამე ახალი შევქმნათ, რამე ახალ ინიციატივაზე შევთანხმდეთ და ნდობის ელემენტარული წერტლი გაჩნდეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები