კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 295 თბილისში, 126 კი იმერეთში გამოვლინდა

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 688 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 295 თბილისში, 126 კი იმერეთში დაფიქსირდა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის სხვა შემთხვევები დანარჩენ რეგიონებზე ნაწილდება.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 295 შემთხვევა, აჭარა – 23, იმერეთი – 126, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 45, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები