ბიძინა კულუმბეგოვი: ვირუსის დაწყებიდან სამი თვის შემდგომ თუ რამე სიმპტომი რჩება, ეს ხანგრძლივი კოვიდია

“მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ადამიანს 12 დღის შემდეგ არ ჰქონდეს ვირუსის გამოყოფა, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება დამთავრდა”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის დაწყებიდან სამი თვის შემდგომ თუ რამე სიმპტომი რჩება, ეს ხანგრძლივი კოვიდია.

„საინტერესოა ასევე ის, როდის უნდა დავუძახოთ ჩვენ ამ ვირუსს ხანგრძლივი კოვიდი. დღეს ასეა მიჩნეული, რომ დაავადება პირველი 4 კვირა მიიჩნევა, რომ არის მწვავე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ადამიანს 12 დღის შემდეგ არ ჰქონდეს ვირუსის გამოყოფა, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება დამთავრდა. ამის შემდეგ შემოდის ტერმინი, „მიმდინარე კოვიდი“ და ამის შემდეგ, თუ ადამიანი სხვა სიტუაციის ახსნის გარეშე აქვს რაღაც სიმპტომები, 12 კვირის შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ ხანგრძლივი კოვიდის არსებობაზე, ანუ ვირუსის დაწყებიდან სამი თვის შემდგომ თუ რამე სიმპტომი რჩება, ეს ხანგრძლივი კოვიდია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები