ირმა ინაშვილი: იმ დეპუტატებს შორის, რომლებსაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სადეპუტატო უფლებამოსილება არ მოუხსნა, არიან გამოცდილი იურისტები და, ალბათ, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს
“იმ დეპუტატებს შორის, რომლებსაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სადეპუტატო უფლებამოსილება არ მოუხსნა, არიან გამოცდილი იურისტები და, ალბათ, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს”, – ასე შეაფასა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.
მისი თქმით, აღარავისთვის არაა სადავო, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა, რათა საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს.
„ვფიქრობ, აღარავისთვის არაა სადავო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, აღარავისთვის არაა სადავო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა საპარლამენტო ხელისუფლება. აღარავისთვის არაა სადავო, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა, რათა საპარლამენტო სკამებს სამუდამოდ მიეწებოს. იმ დეპუტატებს შორის, რომლებსაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სადეპუტატო უფლებამოსილება არ მოუხსნა, არიან გამოცდილი იურისტები, იგივე დავით უსუფაშვილი და, ალბათ, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა, განიხილავს კი საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს?! აი, აქ არის დიდი კითხვის ნიშანი“, – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.