სოფელ ხაიშში ხანძარი ლოკალიზებულია
მესტიაში, სოფელ ხაიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე სახანძროს 3 ეკიპაჟი იმყოფება.
შემთხვევის შედეგად ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.