ზემო მაჩხაანში ახალი სკოლა გაიხსნა

დედოფლისწყაროს სოფელ ზემო მაჩხაანში სასწავლო პროცესი ახლადაშენებულ თანამედროვე სტანდარტების შენობაში დაიწყო. სკოლა განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ააშენა და მასზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯა. სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულადაა აღჭურვილი. მოწყობილია საბუნებისმეტყველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები. თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა სპორტული დარბაზი. 2015 წელს გაჩენილი ხანძრის გამო დედოფლისწყაროს ყველაზე დიდი სოფელი სკოლის გარეშე დარჩა, რის გამოც გაკვეთილები კულტურის სახლსა და მეზობელ სოფლებში ტარდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები