ონის მერს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტები გააცნეს – მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩიკვაიძემ მოადგილესთან, ეკა მაისურაძესთან ერთად მორიგი შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შრომითი დისციპლინის დაცვაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკომომიკურ მდგომარეობას. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა აქტულური საკითხები.

სამსახურების ხელმძღვანლებმა ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები