პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, ამ წუთებში პარლამენტთან აქციას ,,ევროპული საქარველოს” ახალგაზრდული ფრთა მართავს.
ისინი ასევე აპროტესტებენ “მოქალაქეების” ლიდერების – ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლას. ახალგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს, რომელშიც ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ფოტოებია მოთავსებული.
პარლამენტთან შეკრებილები ამბობენ, რომ ყველას ადგილი, ვინც პარლამენტში შევა, დღეს ნაგვის ურნაშია, ხოლო ალეკო ელისაშვილი არის ქართული პოლიტიკის ბრუტუსი. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ პლაკატზე არის წარწერა: “ნუ დაემსგავსები ბრუტუსს!”.