აჭარაში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 34 786-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკა დატოვა 21-მა პაციენტმა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ექვსის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 171 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 98, ონლაინკლინიკაში კი 229.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები