აშშ უკრაინას “აქტიურ ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას ჰპირდება”

“აშშ უკრაინისთვის “აქტიური ეკონომიკური და სამხედრო დახმარების” აღმოჩენას გააგრძელებს”, – განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან, დიმიტრი კულებასთან სატელეფონო საუბრის დროს.

საუბრიდან ამონარიდები მედიას დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა გააცნო.

“სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის აქტიური ორპარტიული დახმარების აღმოჩენას იმ პრიორიტეტებთან მიმართებით, როგორიც არის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროატლანტიკური მისწრაფებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, აშშ-ის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის პროგრესის შენარჩუნებას,  კანონის უზენაესობის რეალიზებასა და ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც უკრაინის ინსტიტუტების გაძლიერებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები