ევროპის წამლის სააგენტო ევროპაში მოსახლეობის ვაქცინაციას ონლაინრეჟიმში დააკვირდება – შეიქმნა სპეციალური საიტი

​ევროპის წამლების სააგენტომ, ევროპის მასშტაბით ვაქცინაციის პროცესის გაკონტროლების მიზნით დღეს ახალი საიტი ჩაუშვა, რომელზეც თავს მოიყრის ყველა ქვეყანაში აცრასთან დაკაშირებული ინფორმაცია.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

ევროკავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს, ასევე ლიხტენშტეინს, ნორვეგიას და ისლანდიას.

მიუხედავად იმისა, რომ წევრმა-ქვეყნებმა ინფორმაცია კვირაში ერთხელ უნდა მიაწოდონ, ამ დრომდე, მათ შორის არც საფრანგეთს ეროვნული მონაცემი სააგენტოსთვის ჯერ არ მიუწოდებიათ.

დღევანდელი ინფორმაციით, წევრ-ქვეყნებში 8,23 მილიონი დოზა იქნა შეყვანილი, თუმცა რეალურად ეს ციფრი ბევრად მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები