საბა ბუაძე: მმართველი გუნდი არაკეთილსინდისიერი გზით ოპოზიციაზე გავლენის მოხდენას ცდილობს
“ქართულმა ოცნებამ” კანონი ერთხელ უკვე დაარღვია, როდესაც გაწელა მანდატების გაუქმების პროცესი. ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა შეწყვეტილიყო მანდატები”, – ამის შესახებ პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი არაკეთილსინდისიერი გზით ოპოზიციაზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
“ქართულმა ოცნებამ” კანონი ერთხელ უკვე დაარღვია, როდესაც გაწელა მანდატების გაუქმების პროცესი. ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა შეწყვეტილიყო მანდატები, ვხედავთ, რომ ჩვენ მიერ შეტანილ განცხადებებთან დაკავშირებით მსჯელობა პარლამენტში მსჯელობა დღემდე არ გამართულა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს პერიოდი არ გამოიყენა იმისთვის, რომ მასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება მომხდარიყო. ისევ ოპოზიციისთვის ხელის გადაგრეხვით არიან დაკავებულნი და ცდილობენ, განხეთქილებისა და არაკეთილსინდისიერი გზით მოახდინონ ოპოზიციაზე გავლენა”, – განაცხადა ბუაძემ.
51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.