ეროვნული მუზეუმის ონლაინ საუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს” ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა გაიმართება

ეროვნული მუზეუმის ონლაინ საუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს” ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა ანა მარგველაშვილთან გაიმართება. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, “მარგველაშვილი გახლავთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, პალეოანთროპოლოგი, ექიმი-სტომატოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ანა მარგველაშვილის ონლაინ შეხვედრა დმანისში აღმოჩენილი 2 მილიონი წლის წინანდელი ადამიანების პირის ღრუს კვლევას შეეხება. დეტალური შესწავლის საფუძველზე მეცნიერი მოგიყვებათ უძველესი ადამიანების კვების შესახებ და აგიხსნით თუ როგორ უმკლავდებოდნენ სირთულეებს და როგორ ზრუნავდნენ ისინი ერთმანეთზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები