საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქცია „მწვანეების“ ორგანიზებით ტარდება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა პირველი თებერვლიდან აღდგეს.
“ვითხოვთ ტრანსპორტის აღდგენას. მოვითხოვთ, გვითხრან, კონკრეტულად როდის ხსნიან შეზღუდვას და აღადგენენ ტრანსპორტის მოძრაობას”,- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.