“ხალხს შია” – შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი იმართება
არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის” პარლამენტთან აქციას მართავს.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად საკანონმდებლო ორგანოს წინ მაცივარი მიიტანეს წარწერით – “ხალხს შია”.
მათი თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაწესებული შეზღუდვების გამო მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუარესდა. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასა და კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვს.