მეუფე იაკობი – დავით გარეჯზე: საოცარი კომისიაა, ერთი ამბობს წინასწარ განზრახულად, რომ სხვისია ეს მიწა – ვინ გეკითხება?!
“საერთოდ, საოცარი კომისიაა, ერთი იძახის წინასწარ განზრახულად, რომ სხვისია ეს მიწა. ვინ გეკითხება?!”, – ამ სიტყვებით მეუფე იაკობი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებული ივერი მელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ისეთი კაცი გვყავდა კომისიაში, აი რა ბრძანა – “რაზე დაობთ, ის ხომ იმათიაო“. ზოგი ცდილობს მის გამოყვანას. წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს ეგ გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს, მისი ოჯახიც… როგორ შეიძლება… გმირად მიიჩნევდი, რატომ?! ციხეში რომაა იმიტომ?! რომ გამოვიდა და ეს ჩაიდინა, იქნებ შეეშალა, ქართულად ვერ გამოთქვა….
საერთოდ, საოცარი კომისიაა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა, რუსულად გველაპარაკება. ასეთ საქმეებს ვის ანდობ?! ერთი იძახის წინასწარ განზრახულად, რომ სხვისია ეს მიწა. ვინ გეკითხება?! წადი დაეტიე, ვისას აძლევ“, – ამბობს მეუფე იაკობი.
გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, 28 იანვარს ივერი მელაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა: „თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია, წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, თუ სამუშაო ვითარებაში გარკვევა გინდა, მაგიდები დაიდე, გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გინდა სხვა უწყებაში. შეიძლება ამ ყველაფრის გარკვევა, თუ გამოძიების წარმოება გინდა, არ არის აუცილებელი ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება – თურმე სადღაც რაღაც გვაქვს – არა ჩვენია, კი არ ამბობ, ეუბნები, რომ რაღაც, მოდი ვიმსჯელოთ. არა, გინდა თუ არა ჩვენია, ჩათვალეთ ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, თანხმდები და ნელ-ნელა მიყვები ამ ყველაფერს. როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.