საფრანგეთში შეზღუდვები მკაცრდება, ვაქცინის დეფიციტის გამო, ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერდა – ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია

საფრანგეთში შეზღუდვები მკაცრდება, ვაქცინის დეფიციტის გამო, ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერდა.

ფრანგი პოლიტიკოსები შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა დამატებითი ზომების მიღების თაობაზე, მოლაპარაკებები საპარლამენტო ფრაქციებთან და რეგიონალურ წარმომადგენლებთან გამართა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონილოქდაუნის“ შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, ან უქმე დღეებზე ან 2 თებერვალს გააკეთებს.

პარიზში და საფრანგეთის კიდევ ორ რეგიონში, სადაც ჯამში საფრანგეთის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, ვაქცინის დეფიციტის გამო, ვაქცინაციის პროცესი დროებით შეჩერდა.

პრემიერმა მოუწოდა პოლიციელებს, გაამკაცრონ კოვიდ რეგულაციების აღსრულების მექანიზმი და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ კომენდანტის საათისა და წვეულებების აკრძალვის შეზღუდვების მონიტორინგს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 31 იანვრიდან ქვეყანა კეტავს საზღვრებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, ხოლო ევროპიდან შემსვლელი ყველა მოგზაური ვალდებული იქნება წარადგინოს უარყოფითი კოვიდ ტესტი. ასევე, იკეტება დიდი სავაჭრო ცენტრები.

„ჩვენ ვიცით, თუ რა შედეგებს მოიტანს მესამე საყოველთაო ლოქდაუნი. ამიტომ, ვცდილობთ, დამატებითი რეგულაციების საშუალებით ეს თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

2020 წელს, პროდუქციის წარმოების 8.3%-ით შემცირების გამო, საფრანგეთი ჩავარდა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. მეორე ლოქდაუნის დროს, საფრანგეთში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, უფრო მეტი ეკონომიკური საქმიანობა გაჩერდა, ვიდრე პირველი ლოქდაუნისას. რაც შეეხება 2020 წლის ბოლო, მეოთხე კვარტალს, მშპ შემცირდა 5%-ით, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს, საფრანგეთის ეკონომიკა გაიზარდა 1.5%-ით, რაც წარმოადგენდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს, თუმცა, 2020 წლის კრიზისის შედეგად, ქვეყანაში ყველაზე უარყოფითი რეცესია დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები