სოფელ ჭალადიდთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
სამეგრელოში, თბილისი სენაკის ავტომაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდთან ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი “ტოიოტას” მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილში მჯდომი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ერთი მგზავრი, რომელიც გარდაცვლილის მეუღლეა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა დაზიანებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.