არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლებამ თანმიმდევრულად იმუშავა ვაქცინის მისაღებად და შედეგიც გვაქვს – ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ეკონომიკის გახსნაზე
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე მთავრობას დაუდასტურა ვაქცინის მირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქართველო თებერვალში მიიღებს „ფაიზერის” ვაქცინას, რომელიც აკრედიტებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, პირველ რიგში, მოხდება იმ ადამიანთა ვაქცინაცია, რომლებიც კოვიდ 19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. „ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმ, მოსახლეობის 60% აიცრას – ეს დაგვიცავს მომავალში ვირუსის ფართო გავრცელებისგან. ვაქცინაცია პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების დაბრუნებასთან, შეზღუდვების მოხსნასთან. ხელისუფლებამ ძალიან თანმიმდევრულად იმუშავა ვაქცინის მისაღებად და შედეგიც გვაქვს – მე დარწმუნებული ვარ, ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გახსნაზე”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.