წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატრებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ31 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

მათივე ცნობით, გაწმედნითი სამუშაოები გრძელდება და მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში უახლოეს საათებში გაიხსნება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე (კმ30-კმ31) მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1 საათის განმავლობაში აკრძალული იყო და მოძრაობა, ალტერნატიული გზით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ33 მონაკვეთზე არსებული სოფ. დერჩის და სოფ. მექვანას გავლით ხორციელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები