ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩვენ უფრო მეტი გვსურს, ვიდრე ალეკოს – ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, ყველა რომ შეთანხმდეს და შევიდეს პარლამენტში
“ჩვენ გვინდა, რომ მრავალმხრივი შეთანხმება მოხდეს”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, რომ პარლამენტში ყველა პარტია შევიდეს.
„ჩვენ უფრო მეტი გვსურს, ვიდრე ალეკოს. ჩვენ გვინდა, რომ მრავალმხრივი შეთანხმება მოხდეს. რა თქმა უნდა, ასეთი შესაძლებლობა ცალ-ცალკე ყველა პარტიას აქვს, მაგრამ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, ყველა რომ შეთანხმდეს და ყველა რომ შევიდეს პარლამენტში. ჩვენ ყველა მხარესთან გავაგრძელებთ საუბარს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.