ნაძალადევის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო
ნაძალადევის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
თბილისის მერის თქმით, ყველა უბანში, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა მოეწყოს.
“აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მოეწყო ძალიან კარგი დასასვენებელი ადგილი. ყველა თაობაზეა მორგებული. აქ არის ატრაქციონები, ველობილიკი, სპორტული მოედნები, დასასვენებელი სივრცე. მიხარია, რომ ასეთი რეკრეაციული სივრცეები ემატება ჩვენს ქალაქს და ყველა რაიონში, ყველა უბანში გვინდა რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე.
პროექტის ფარგლებში, 5 400 კვ.მ ფართობზე, მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი, ქვიშის მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი; მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; შესრულდა გამწვანების სამუშაოები – დაირგო 300-ზე მეტი ნერგი და დაიგო ბალახის საფარი”, – წერს კალაძე.