ნათია თურნავა: კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ჩვენ საუკეთესოები ვართ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ხოლო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45 – ე ადგილზე ვართ. ქულა, რომელიც საქართველოს ინდექსით ენიჭება, სტაბილურად კარგია. ეს ნიშნავს, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა – ჩვენთან კორუფციის აღქმა დაბალია, რაც ამ ინდექსითაც დადასტურდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ დღეს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის” 2020 წლის რეიტინგის კომენტირებისას.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით ევროკავშირის 9 ქვეყანას უსწრებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის” კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობის სათაო ოფისი აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები