საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ონლაინ საუბრების სერიას – „შეხვდი მეცნიერს”

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარადგენს ონლაინ საუბრების სერიას – „შეხვდი მეცნიერს”, რომლის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა გაიმართება ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელთან, დოქტორ ირინა ღამბაშიძესთან,

დოქტორი ირინა ღამბაშიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2020 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭობისხევთან, ნადიკრები/გოგიჩაანთ ღელეს ძეგლზე ჩატარებულ არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა.

ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, ირინა ღამბაშიძე ისაუბრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევთან, სამეცნიერო ექსპედიციისას, XII საუკუნის ნამოსახლარებზე გამოვლენილი ახალი არქიტექტურული ნაგებობების შესახებ.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება 29 იანვარს, 16:00 საათზე.
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://cutt.ly/Bj1iXQZ

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები