აკაკი ზოიძე: მთავრობა COVID19-ის ვაქცინის შემოტანის პროცესში თანმიმდევრულია

მთავრობა COVID19-ის ვაქცინის შემოტანის პროცესში თანმიმდევრულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის შემოტანის მიმართულებით მთავრობის მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია.

„მთავარი პარამეტრია ვაქცინის შემოტანისას ტემპერატურული რეჟიმი, ესაა ლოჯისტიკური გამოწვევების თემა, მეორეა, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა და ამისთვისაა სტანდარტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღიარება ან შესაბამისად მკაცრი მარეგულირებლების – აშშ, ინგლისი, იაპონია და ა.შ. მესამე ნაბიჯია, თუ როდის დაიწყება ვაქცინის შემოტანა. მთავრობა COVID19-ის ვაქცინის შემოტანის პროცესში თანმიმდევრულია, ამ მიმართულებით, მთავრობის მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია. ეს პროცესი დაიწყება მას შემდეგ, როგორც კი პირველი ვაქცინა ფიზიკურად მოხდება კოვაქსის პლატფორმაზე და მოხდება მისი ტრანსპორტირება ყველა ქვეყანაში“, – აღნიშნა ზოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები