აზერბაიჯანელი დეპუტატი: რომის იმპერია სექსუალურმა უმცირესობებმა ჩამოშალეს

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატის, თაირ ქერიმლის განცხადებით, ევროსაბჭოში აზერბაიჯანის შესვლის ერთ-ერთი ვალდებულება იყო სექსუალური უმცირესობების მიმართ შემწყნარებლობის დემონსტრირება, რასაც ის კატეგორიულად არ უჭერდა მხარს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“ვთქვი, რომ აზერბაიჯანს საკუთარი ტრადიციები გააჩნია და ამის ვალდებულებას ვერ ავიღებთ. ვერ დავრთავთ ნებას ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე. ეს საკითხი პერიოდულად განიხილება. სექსუალური უმცირესობები თბილისში გამზირზე შეიკრიბნენ სასტუმრო “ევროპა”-სთან და გარკვეულ ღონისძიებებს ატარებდნენ. ეს ნამდვილი უბედურებაა. რომის იმპერია სწორედ გარყვნილების გამო ჩამოიშალა. საზოგადოება იმდენად დეგრადირებული იყო, რომ იმპერია დაინგრა. აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ამის მიმართ შეწინააღმდეგება ყოველთვის იქნება. პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს ვიცავთ და ვუფრთხილდებით. მზად ვარ ამბოხისთვისაც სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ყველაფრის მოთმენა შეიძლება, ამის გარდა. არ უნდა დაველოდოთ, რომ აზერბაიჯანში ასეთმა ქარმა დაუბეროს. თავშივე უნდა ჩავახშოთ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები