ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებამ წერტილი დაუსვა ინდივიდუალისტი პოლიტიკოსის, სააკაშვილის მმართველობას, რომელმაც 2008 წელს ომის შედეგად ტერიტორიის 20% დაკარგა

,,2012 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ახალშექმნილი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში. მისმა გამარჯვებამ წერტილი დაუსვა მიხეილ სააკაშვილის 10-წლიან მმართველობას”, – ამის შესახებ გამოცემა THE TIMES-ი წერს.
ავტორი მიხეილ სააკაშვილს ინდივიდუალისტ პოლიტიკოსად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მის პირობებში საქართველომ 2008 წელს რუსეთთან გამანადგურებელი ომის შედეგად დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ემთხვევა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს.
,,აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს მიწვევას ნატო-ში გასაწევრიანებლად, თუკი ქვეყანა შეასრულებს შესაბამის მოთხოვნებს. ეს კი კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას რუსეთთან, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების შესვლას დასავლურ სამხედრო ალიანსში. საქართველო ასევე ეცდება ევროკავშირში შესვლას 2024 წელს“, – წერს გამოცემა.
სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა საკმარისად მტკიცეა იმისათვის, რომ გაუძლოს კრემლიდან მომავალ ზეწოლას – „ჩვენ გამოვეყავით რუსეთს და გავხდებით ყველაზე პოპულარული ოჯახის – ევროკავშირის წევრი“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

https://www.thetimes.co

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები